Saturday, June 28, 2014

ჩემი პროექტის იდეა: ექსტრემალური ადგილები

პროექტის მიზანია მოსწავლეებმა შეძლონ ინტერნეტის საშუალებით მოიძიონ ინფორმაცია საცხოვრებლად ექსტრემალური ადგილების  შესახებ.ეს ადგილები უნდა იყოს ძნელი საცხოვრებლად, იმიტომ რომ ისინი არის ძალიან ცხელი ,ცივი, ან ძალიან მაღალ ადგილას.                                                                                                                                                                  მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად და მოიძიებენ ინფორმაციას,ფოტო მასალას.მოსწავლეები შეძლებენ ინგლისურის გამოყენებას ყველა ასპექტში, ისინი დასვამენ კითხვებს და მოიძიებენ პასუხებს.ისინი ახალი ლექსიკური მასალის საშუალებით მოამზადებენ პროექტს. ამისთვის მათ ექნებათ ორი კვირა.